საადვოკატო
ბიურო

საადვოკატო ბიურო „ლეგალ ჯორჯია“  დაკომპლექტებულია მაღალი კვალიფიკაციის მქონე, სერთიფიცირებული და გამოცდილი პრაქტიკოსი ადვოკატებით. საადვოკატო ბიუროში გაერთიანებულია სისხლის, ადმინისტრაციული და სამოქალაქო სამართლის, ასევე არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებაში სპეციალიზირებული ადვოკატები.

                 ეწვიეთ ფეისბუქს https://www.facebook.com/legalgeorgialawoffice

">

საადვოკატო ბიურო გთავაზობთ იურიდიულ კონსულტაციას, ორგანიზაციების სამართლებრივ მომსახურებას, წარმომადგენლობას სასამართლოებში, ადმინისტრაციულ ორგანოებში, ფიზიკურ პირებთან და დაწესებულებებთან, სარჩელის, შესაგებლების, შუამდგომლობების, განცხადებების, ხელშეკრულებების და სხვა ნებისმიერი საპროცესო დოკუმენტების მომზადებას; ბრალდებულის, დაზარალებულის, გამოსაკითხი პირის/მოწმის, ასევე არსრულწლოვნის უფლებების დაცვა სამართალდამცავ ორგანოებში და საერთო სასამართლოებში. ჩვენი კვალიფიციური გუნდი დაიცავს თქვენს ინტერესებს სამართლის ყველა დარგში და შეგვიძლია განვახორციელოთ თქვენი ინტერესების დასაცავად საჭირო ნებისმიერი იურიდიული მოქმედებება, მათ შორის:


      სისხლის სამართალი

  • სისხლის სამართლის საქმის მასალების გაცნობა და მათი ანალიზი
  • არასრულწლოვანთა ინტერესების დაცვა გამოძიებაში და ყველა ინსტანციის სასამართლოში
  • საგამოძიებო ორგანოებში კლიენტის ინტერესების დაცვა
  • საგამოძიებო ორგანოებიდან მტკიცებულებების გამოთხოვა
  • საგამოძიებო მოქმედებებში მონაწილეობა და საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება
  • კლიენტის გამამართლებელი მტკიცებულებების მოპოვება, მოწმეთა გამოკითხვა და სხვა საპროცესო მოქმედებების ჩატარება და მათი წარდგენა საგამოძიებო ორგანოში ან სასამართლოში
  • ბრალდებულის ინტერესების დაცვა გამოძიების ეტაპზე და მის სასამართლოში წარდგენის პირველ სხდომაზე, აღკვეთის ღონისძიების საკითხის გადაწყვეტისას, მისი ინტერესების დაცვა; აღკვეთის ღონისძიების გასაჩივრება და წარმომადგენლობა სააპელაციო სასამართლოში
  • ბრალდებულის წინასწარი პატიმრობის პერიოდში მისი სასჯელაღსრულების დაწესებულებაში შეუზღუდავად მონახულება და მასთან პოზიციების შეჯერება
  • გამომძიებლის, პროკურორის და პროცესში მონაწილე სხვა პირების მოქმედებების გასაჩივრება
  • ყველა ინსტანციის სასამართლოში კლიენტის ინტერესების დაცვა
  • სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენის გასაჩივრება
  • მოწმის და დაზარალებულის ინტერესების დაცვა
  • სამართალდამცავი ორგანოების, პროკურორის, უკანონო დევნით მიყენებული ზიანის ანაზღაურება
  • კანონით გათვალისწინებული ნებისმიერი მოქმედებების განხორციელება

    ადმინისტრაციული სამართალი
  • კლიენტის ინტერესების დაცვა და წარმომადგენლობა ადმინისტრაციულ ორგანოებში
  • ადმინისტრაციული ორგანოებიდან მტკიცებულებების გამოთხოვა/მოპოვება
  • ადმინისტრაციული ორგანოების სამართლებრივი აქტების, მათ შორის საპატრულო პოლიციის ჯარიმების გასაჩივრება
  • ნებისმიერი ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილების გასაჩივრება
  • წარმომადგენლობა ყველა ინსტანციის სასამართლოში
  • არასრულწლოვანთა ინტერესების დაცვა ადმინისტრაციულ ორგანოებში და ყველა ინსტანციის სასამართლოში

    სამოქალაქო სამართალი
  • სარჩელის, შესაგებლის, შუამდგომლობის მომზადება და წარდგენა სასამართლოში
  • ინტერესების დაცვა ყველა ინსტანციის სასამართლოში
  • მორიგების წარმოება მოწინააღმდეგე მხარესთან
  • სასამართლოს გადაწყვეტილებების გასაჩივრება


       სახელშეკრულებო და ვალდებულებითი სამართალი

  • ნებისმიერი სახის ხელშეკრულების შედგენა
  • ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავებში კლიენტის ინტერესების დაცვა
  • ხელშეკრულებაში არსებული არასასურცელი პუნქტების ბათილად ცნობა
  • ვალდებულების დარღვევის გამო მიყენებული ზიანის ანაზრაურების დაკისრება

    სამეზობლო სამართალი
  • სამეზობლო მიჯნის, კედლების და ღობის დარვევის აღმოფხვრა
  • მეზობლის მიერ მოყენებული ზიანის ანაზღაურება
  • თმენის ვალდებულება და მისი ფარგლები
  • მეზობლებს შორის წამოჭრილ ნებისმიერ დავაში წარმომადგენლობა და გადაწყვეტა


       სადაზღვევო სამართალი

  • სადაზრვევო კომპანიებთან წარმომადგენლობა და ინტერესების დაცვა
  • სადაზღვეო კომპანიის მიერ ნაკისრი ვალდებულების ჯეროვნად შესრულებაში დახმარება
  • დამზაღვევის მიერ გასაცემი თანხის სასურველი მოცუყლობის განსაზღვრა


      საბანკო სამართალი

  • წარმომადგენლობა საბანკო დაწესებულებეში
  • ბანკის მიერ არასწორად დარიცხული პროცენტისა თუ პირგასამტეხლოს ჩამოჭრა
  • საბანკო ვალდებულებების დარღვევისას დაწყებულ დავაში ინტერესების დაცვა


       საოჯახო სამართალი

  • განქორწინება
  • შვილის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრა
  • ალიმენტის დაკისრება
  • მეუღლეთა თანასაკუთრების განსაზღვრა და განაწილება
  • ბავშვის შვილად აყვანა

    მემკვიდრეობითი სამართალი
  • სამქკვიდრო ქონების მოძიება
  • საჭირო დოკუმენტების მოძიება და მემკვიდრეობის აღდგენა
  • სამკვიდროში წილის რეალური განსაზღვრა
  • უღირს მემკვიდრედ ცნობა
  • მემკვიდრეებს შორის დავის გადაწყვეტა
  • წარმომადგენლობა სხვა მემკვიდრეებთან,  ნოტარიუსში და სასამართლოში

    ინტელექტუალური სამართალი
  • ინტელექტუალური სამართლიდან გამომდინარე დავების წარმოება


      სამეწარმეო სამართალი

  • შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების, სააქციო საზოგადოების და სხვა ნებისმიერი ფორმის ორგანიზაციის წესდებისა და დებულებების მომზადება, მათი დაფუძნება და რეგისტრაცია
  • სხდომის ოქმების მომზადება
  • სამეწარმეო რეესტრში რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილებების შეტანა
  • წარმომადგენლობებისა და ფილიალების რეგისტრაცია
  • ნებისმიერი სახის ორგანიზაციაში წამოჭრილი დავების გადაწყვეტა
  • ორგანიზაციების რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია, პარტნიორთა წილების განსაზღვრა და სამართლიანად გაყოფა


       სააღსრულებო სამართალი

  • წარმომადგენლობა სააღსრულებო ბიუროში
  • აღმასრულებლის მოქმედებების გასაჩივრება
  • ქონების ყადაღისაგან განთავისუფლება
  • ნოტარიუსის მიერ გაცემული საარსრულებო ფურცელის გასაჩივრება და მისი მოქმედების შეჩერება
  • სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების შეჩერება
  • აღსრულებასთან დაკავშირებული საკითხების სასამართლოში გასაჩივრება
  • სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების ხელშეწყობა

    შრომის სამართალი
  • შრომითი ხელშეკრულებების მომზადება
  • დამსაქმებელსა და დასაქმებულს შორის კანონიერი ინტერესების დაცვა
  • საწარმოთა და იურიდიული პირისათვის შინაგანაწესისა და სხვა დოკუმენტების მომზადება
  • დასაქმებულის ან დამსაქმებლის შორის დავის მოგვარება
  • წარმომადგენლობა ყველა ინსტანციის სასამართლოში

    სამშენებლო სამართალი
  • ხელშეკრულების შედგენა მიწის მესაკუთრესა და მშენებელ კომპანიას შორის და მოლაპარაკებების წარმოება
  • სამშენებლო დოკუმენტაციის მომზადება და ზედამხედველობის სამსახურთან შეთანხმება
  • სამშენებლო დოკუმენტების რევიზია
  • ზედამხედველობის სამსახურის მიერ გამოცემული არასასურველი აქტების გასაჩივრება
  • მშენებლობის პროცესის სამართლებრივი კონტროლი



       საგადასახადო სამართალი

  • წარმომადგენლობა შემოსავლების სამსახურში
  • პირთა ინტერესების დაცვა ცრუმაგიერად ცნობის და დაყადაღებული ქონების რექლიზაციის შესხებ ადმინისტრაციულ წარმოებაში
  • ზედმეტად გადახდილი გადასახადების დაბრუნებაში დახმარება
  • საგადასახადო ორგანოს მიერ გადასახადებისა და საურავების დარიცხვის ანდა ჯარიმის დაკისრებასტან დაკავშირებით დავებში წარმომადგენლობა
  • დავალიანებაში არსებული გადასადახების რესტრუქტურიზაციაში დახმარება
  • შემოსავლების სამსახურის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების გასაჩივრება სასამართლოში


       კონსტიტუციური სამართალი

  • კონსტიტუციური სარჩელის მომზადება
  • წარმომადგენლობა სასამართლოში


       საერთაშორისო სამართალი

  • ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპულ სასამართლოში წარსადგენი საჩივრის მომზადება,  წარდგენა და წარმომადგენლობა სასამართლოში


ჩვენ შეგვიძლია გაგიწიოთ შესაბამისი იურიდიული კონსულტაციები, დავიცვათ თქვენი კანონიერი ინტერესები  და  ჩვენი მომსახურეობის სფერო არ შემოიფარგლება ზემოთხსენებული საკითხებით.

     ლეგალ ჯორჯია თქვენი სანდო ლეგალური პარტნიორი