head
ჩვენს შესახებ
 
iuristebi

იურიდიული ფირმა ანდრონიკაშვილი, საქსენ-ალტენბურგი, ბარამიძე და პარტნიორები წარმოადგენს ქართული კანონმდებლობის შესაბამისად რეგისტრირებულ კომანდიტურ საზოგაგოებას.

ჩვენ ვართ იურიდიული ფირმა, რომელშიც გაერთიანებული არიან გამოცდილი და ახალი თაობის პროფესიონალი იურისტები.

ჩვენ ვართ ევროპის ადვოკატთა ასოციაციის წევრი, ჩვენი ფირმა დასახელებულია სართველოში მოქმედ ათ საუკეთესო იურიდიულ ფირმათა შორის. ჩვენ ფირმაში საქმიანობენ საერთაშორისო პრაქტიკის მქონე იურისტები.

ჩვენი ფირმის დანიშნულებაა მივაწოდოთ ჩვენს კლიენტებს მაღალი ხარისხის იურიდიული მომსახურება სამართლის ყველა სფეროში ქართულ, ინგლისურ, გერმანულ და რუსულ ენებზე.

ჩვენი ფირმა თანამშრომლობს მსოფლიოს 30-მდე სახელმწიფოში მოქმედ პრაქტიკოს იურისტებთან და თეორეტიკოს სამართალმცოდნეებთან რაც შესაძლებლობას გვაძლევს მოვემსახუროთ როგორც ქართველ ასევე უცხოელ კლიენტებს.

ჩვენი ფირმა მჭიდროდ თანამშრომლობს ამერიკის იურისტთა ასოციაციის თბილისის ოფისთან, კერძოდ, ჩვენი ადვოკატები მონაწილეობას იღებენ ადვოკატთა საპროცესო უნარ-ჩვევების განვითარების ტრეინინგებში მიწვეული ლექტორებისა და ინსტრუქტორების სტატუსით.

ჩვენი ფირმის ადვოკატები ზრდიან ახალგაზრდა თაობებს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, საქართველოს უნივერსიტეტში, თბილისის დიპლომატიურ აკადემიაში, თბილისის საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტში.

ჩვენი ფირმა მუდამ მზადაა დადგეს თქვენი დარღვეული უფლებების დასაცავად და წარმოგადგინოთ სასამართლოში, კერძო პირებთან თუ სახელმწიფო ორგანოებთან, მოლაპარაკებათა მაგიდასთან ქვეყნის შიგნით თუ შორეულ საზღვარგარეთში.